weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თაფლის შესყიდვის ტენდერის გამო აღელვება ნაჩქარევი იყო – დავითაშვილი

10:46 ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მთავრობისთვის ქართული პროდუქციის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართული თაფლის მწარმოებლებს და მათდამი მხარდაჭერა დააფიქსირა. შეხვედრას ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძეც ესწრებოდა.

„ქართული პროდუქციის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის მთავრობისთვის. ქართული თაფლი ე.წ. პრივილეგირებულ პროდუქტთა შემადგენლობაშია. მისი წარმოების ხელშეწყობისა და მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ. სწორედ ქართული თაფლი გახდა პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე გავიდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება მთავრობის მიერ კონსოლიდირებული ტენდერით რუსული კომპანიისგან ნატურალური თაფლის შესაძლო შესყიდვას, ლევან დავითაშვილის თქმით, „აჟიოტაჟი“ და აღელვება ნაჩქარევი იყო.

„ზოგადად საზოგადოების და დაინტერესებული პირების მხრიდან არასწორად იქნა გაგებული მიმდინარე პროცესები. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებებისთვის 73 200 კილოგრამი თაფლის შეძენას ითვალისწინებდა. კილოგრამი თაფლის ყველაზე დაბალი ფასი – 14 ლარი, კომპანიამ „ვ.ტ“ წარადგინა. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში „ვ.ტ“ გაიმარჯვებდა, სახელმწიფო 1 024 800 ლარის გადაიხდიდა თაფლში, რომელსაც „ვ.ტ“ რუსული კომპანია „აპიდეისგან“ შეიძენდა და საქართველოში შემოიტანდა.

გუშინ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განაცხადა, რომ „ვ.ტ“ ტენდერიდან მოხსნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]